Sunday, October 4, 2015
9 დღე
გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები.მოვისმინე ჩემი კოლეგების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები.ამათგან გამოვყოფდი პროექტს,რომელიც ყველაზე ძალიან მომეწონა.პროექტი:" ჯანსაღი ცხოვრების წესი".რომელიც ძალიან აქტუალურია და გამოსაყენებელი დღევანდელ ცხოვრებაში."
Saturday, October 3, 2015
Sunday, September 27, 2015
7 დღე
შევიმუშავეთ შეფასებების გეგმა და რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, რასაც გამოვიყენებთ პროექტების შეფასების დროს.რაც ჩვენს მოსწავლებს დაეხმარება განუვითაროს 21 საუკუნის და მაღალი სააზროვნო უნარ–ჩვევები.
შევისწავლეთ დიფერენცირებული სწავლება .რაც მდიდარი სასწავლო გამოცდილების მიღებას განაპირობებს მოსწავლეებისთვის.
შევისწავლეთ დიფერენცირებული სწავლება .რაც მდიდარი სასწავლო გამოცდილების მიღებას განაპირობებს მოსწავლეებისთვის.
Sunday, September 20, 2015
5 დღე
გავეცანით ინტერნეტკავშირების გამოყენებას სასწავლო პროექტებში.განვსაზღვრეთ 21 საუკუნის ინტეგრირება ჩვენს სასწავლო პროექტში.რაც დაგვეხმარება მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად.განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ელექტრონულად მოძიების და მათი შეფასების მეთოდებს,ვებსაიტების საავტორო უფლებებსა და მათი კანონიერ გამოყენებაზე ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, დავგეგმეთ ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობები ჩვენი თემის ფარგლებში.დავგეგმეთ და დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნაზე. მოსწავლეების პოზიციიდან დანახული სავარაუდო ნაშრომის შექმნა დაგვეხმარება ,განვსაზღვროთ ,რამდენად შეეფერება პროექტის მოთხოვნები მოსწავლეების საჭიროებებსა და ინტერესებს.ასევე დაგვეხმარება ,გავარკვიოთ სწავლებისთვის საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობის საკითხი,განვსაზღვროთ შინაარსი და აქტივობები.
Saturday, September 19, 2015
4 დღე
გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებას,რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას .კითხვები მოსწავლეებს უბიძგებს ,გამოიყენონ მაღალი სააზროვნო უნარები ,ეხმარება მათ ,გაიაზრონ ზოგადი ცნებები .მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მოიცავს ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს .მათი მეშვეობით შევძლებთ თემის შინაარსის განსაზღვრას და სტრატეგიების დასახვასსასწავლო პროექტის პორტფოლიოზე მუსაობისას.განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები და ინსტრუმენტები შეფასების 5 მიზნიდან გამომდინარე.
Saturday, September 12, 2015
3 დღე
დავასრულეთ მშობლის ბუკეტი.რის საშუალებითაც მოვახდენთ მშობლის დაინტერესებას პროექტებით სწავლების შესახებ.გავეცანით ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალს.დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა.გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები და ინდიკატორები.რის მიხედვითაც შევავსეთ ჩვენი პროექტის გეგმა. .რაც დაგვეხმარება ჩვენი პროექტის მიზნის მიღწევაში.ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტისთვის სასწავლო მიზნები.რომლებიც უნდა იყოს ჩვენი პროექტის მისაღწევი შედეგი.
Sunday, September 6, 2015
1–2 დღე
გავეცანით სახელმძღვანელოს "პროექტებით სწავლება" და 21 საუკუნის უნარ–ჩვევებს რაც ჩვენს მოსწავლეებს განუვითარებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს და მათ ჩართულობას სასწავლო პროცესში.ჩვენ კი შევძლებთ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები.დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმის შედგენაზე.
გავეცანით პროექტებზე დაფუძნებული სწავლების ძირითად აქტივობებს.დავიწყეთ სასწავლო პროექტის ბროშურის შექმნა,რაც დაგვეხმარება დაინტერესებულ პირებს(მშობლებს)გავაცნოთ სასწავლო პროექტების უპირატესობა.დავრეგისტრირდით ბლოგზე.
გავეცანით პროექტებზე დაფუძნებული სწავლების ძირითად აქტივობებს.დავიწყეთ სასწავლო პროექტის ბროშურის შექმნა,რაც დაგვეხმარება დაინტერესებულ პირებს(მშობლებს)გავაცნოთ სასწავლო პროექტების უპირატესობა.დავრეგისტრირდით ბლოგზე.
Subscribe to:
Posts (Atom)